...
_MG_0021

ბრენდის კონცეპტი:

სასტუმრო/კურორტი

სამუშაო საათები:

ყოველთვის ღია

სამზარეულო:

ქართული

ნომრები:

40

ყვარლის ტბა განტვირთვისა და დასვენების მრავალფუნქციური სივრცეა, რომელიც თბილისიდან 2,5 საათის სავალზე მდებარეობს და ერთდროულად ბევრი განსხვავებული ადამიანის საჭიროებებს, მოთხოვნილებებსა და სურვილებს აკმაყოფილებს.

ყვარლის ტბა ბუნების, ეგზოტიკისა და კომფორტის იდეალური ნაზავია. ამით, ის უბიძგებს მომხმარებლებს, მარტივად გამოვიდნენ პირადი კომფორტის ზონიდან და დეფიციტური საჭიროებები ყველანაირი სირთულის გარეშე დაიკმაყოფილონ.

ყვარლის ტბა დასვენებისა და გართობის ალტერნატიულ საშუალებებს თავს ერთ სივრცეში უყრის და ამ გზით, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ადამიანებს ახალი, უნიკალური შთაბეჭდილებების/სიამოვნების მიღებაში ეხმარება.

ყვარლის ტბაზე სტუმრობისას დაგხვდება:

  • მწვანე ზონა განტვირთვისა და დასვენებისთვის;
  • საპიკნიკე ზონა შესაბამისი აღჭურვილობით;
  • ტბა და თევზაობა;
  • აუზი/სპა;
  • რესტორანი;
  • ბარი;
  • ველობილიკი / ველოსიპედები;
  • სივრცე ტრენინგებისთვის;
  • ღონისძიებების ზონა – შეიგიძლია აღნიშნო დაბადების დღე, ქორწილი, კორპორატიული წვეულება და სხვა.

გვესტუმრე და განიტვირთე ყვარლის ტბაზე!

 

ყვარლის ტბა

MENU