...

ვინ ვართ ჩვენ?

M-Group რესტორნებისა და სასტუმროების მენეჯმენტ ჯგუფია, რომელიც 2005 წელს დაარსდა და საქართველოში სტუმართმოყვარეობის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიას წარმოადგენს. 15 წლიანი გამოცდილებითა და დაუღალავი შრომით, კომპანიამ მომხმარებლების კეთილგანწყობა და ნდობა დაიმსახურა.

დღეისთვის, ჯგუფის მართვაში შედის 6 სხვადასხვა კონცეფციისა და საფასო სეგმენტზე პოზიციონირებული პროექტი როგორც თბილისში, ასევე კახეთშიც (ყვარელი).

როგორც საქართველოს HoReCa სექტორის ლიდერი, m|group იყო პირველი კომპანია დსთ-ს ქვეყნებში, რომელიც 2008 წელს გახდა HACCP-ის კონცეფციით ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ISO9001:2000 სერტიფიკატის მფლობელი, ხოლო უკვე 2017 წელს ISO 22000:2005-ც მოიპოვა. ამგვარად, m|group-ის სერვისების მუდმივად მაღალი ხარისხის საიდუმლო შემდეგ წესებს ეფუძნება: მომწოდებლებისა და პროდუქტის დეტალური შერჩევა, საერთაშორისო ჯანმრთელობის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტებზე დაფუძნებული მკაცრი მონიტორინგი და პერსონალის მაღალი კვალიფიკაცია.

0

სტუმარი

ღონისძიება

0

მიმდინარე პროექტი

0

წლიანი გამოცდილება

271669113_2948274722149417_2678563436352888670_n
მისია

m|group მომხმარებელზე ორიენტირებული მენეჯმენტ ჯგუფია, რომლის მისიაა ქართველ ბაზარზე დასავლური სტანდარტების დანერგვა, მიზანზე ორიენტირება, სოციალური პასუხისმგებლობა და მომხმარებლისთვის მუდმივი სიახლეების შეთავაზება.

ხედვა

m|group არის ლიდერი ბრენდი ქართულ HoReCa სექტორში. აღნიშნული პოზიციის შენარჩუნებასა და გამყარებაში ხელს გვიწყობს შემდეგი სტრატეგიული პრინციპები:

  • კონკურენტული უპირატესობებისა და ბაზრის პოტენციალის განვითარება
  • მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის სერვისის, პროდუქტის და ატმოსფეროს შექმნა
  • მომხმარებლის მოთხოვნების სისტემატიური შესწავლა და დაკმაყოფილება
მიზანი

ჯგუფის მიზანია ძლიერი, მოწინავე, ნოვატორული ბრენდის პოზიციის შენარჩუნება და ბაზრის წილის დინამიკური ზრდა, რომელიც დღეისათვის პრემიუმ კლასის HoReCa სექტორში 20%-ს შეადგენს.