...

მასპინძელო ექსპრესი

ბრენდის კონცეფცია:

30 / 10 /2023

ტიპი: 

სიახლეები

თუ გსურს ახალი გემო დააგემოვნო ახვლედიანის 20 ნომერში ისეთი ამბები ტრიალებს
აუცილებლად უნდა მესტუმრო. ვერაზე მასპინძელო ექსპრესი იკითხე და უმალ მოგასწავლიან
ჩემ მისამართს. ისეთი ქართული კერძები უნდა დაგახვედრო ჯერ რომ არ გაგეგოს არსად.
კიტრი-პომიდვრის სალათი ხომ ისედაც ქართული ტრადიციული სამზარეულოს უბადლო
ნაწილია, მაგრამ კიტრი პომიდორი გურული აჯიკით სულ სხვა საქმეა, ადგილზე უნდა
მესტუმრო და დააგემოვნო, ჩემ სუფრაზე დაგხვდება ქაბაბი, ლობიო ცივად რაჭულ ლორით
შეკმაზული და ლაღიძის წყალი, რომელთან ერთადაც ყველა კერძი უზადოა.

ჩემთან ასევე ნაბახუსევის უებარ წამალს დაგახვედრებ – ხინკლის წვნიანი და ლუდი ხომ
საუკეთესო კომბინაციაა თვალებიდან გამოსახედად?! ძველად უთქვამთ ყველი, პური და
კეთილი გულიო, ხოდა გუდის ყველი ხომ საერთოდ უკეთესი, ახლად შეპიწკინებულ თონის
პურთან ერთად მართლაც რომ მისწრებაა. ჩემთან გელოდები ძველებური, ჩვენებური,
თბილისური სტუმარ-მასპინძლობა გავაცოცხლოთ!