ღონისძიებები

გაატარეთ ახალი წლის ღამე კურორტ ყვარლის ტბაზე

გაატარეთ დაუვიწყარი დრო და შეხვდით ახალ წელს ყვარლის ტბის კურორტზე .

• ახალი წლის ღამეს გაიმართება გრანდიოზული გალა ვახშამი, რომელსაც წარუძღვება სოფოს და ვაკოს დუეტი.
• 1 იანვრის საღამოს სპეციალურად თქვენთვის მომზადებული გვაქვს მუსიკალური პროგრამა, კარაოკე და სხვა აქტივობები. 
• თქვენი ბავშვების საახალწლო განწყობაზე იზრუნებს სანტა კლაუსი

ასევე არ დაგვვიწყებია ყვარლის ტბის ტრადიციული აქტივობები: მწვადის შეწვა, ჩურჩხელების ამოვლება და არყის გამოხდა. 

გელით მთელ ოჯახს, ერთად შევხვდეთ ახალ 2017 წელს!