ჩვენ შესახებ

სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m group დაარსდა 2005 წელს. დღეისთვის ჯგუფის მართვაში შედის 6 სხვადასხვა კონცეფციისა და საფასო სეგმენტზე პოზიციონირებული პროექტი როგორც თბილისში ასევე მის ფარგლებს გარეთ (ყვარელი).
 
m group პირველი მენეჯმენტ ჯგუფია აღმოსავლეთ ევროპის HoReCa სექტორში, რომელიც 2008 წელს გახდა HACCP -ის კონცეფციით ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ISO9001:2000 სერტიფიკატის მფლობელი.

მისია
m group მომხმარებელზე ორიენტირებული მენეჯმენტ ჯგუფია, რომლის მისიაა ქართველი მომხმარებლისთვის დასავლური სტანდარტების დანერგვა, მიზანზე ორიენტაცია, სოციალური პასუხისმგებლობა და მომხმარებლისთვის მუდმივი ინოვაციის შეთავაზება.

ხედვა
m group არის ლიდერი ბრენდი ქართულ HoReCa სექტორში. აღნიშნული პოზიციის შენარჩუნებასა და გამყარებაში ხელს გვიწყობს შემდეგი სტრატეგიული პრინციპები:
 

  • კონკურენტული უპირატესობებისა და ბაზრის პოტენციალის განვითარება
  • მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის სერვისის, პროდუქტის და ატმოსფეროს შექმნა
  • მომხმარებლის მოთხოვნების სისტემატიური შესწავლა და დაკმაყოფილება

 

მიზანი
ჯგუფის მიზანია ძლიერი, ლიდერი, ნოვატორული ბრენდის პოზიციის შენარჩუნება და ბაზრის წილის დინამიური ზრდა, რომელიც დღეისათვის პრემიალური კლასის HoReCa სექტორში შეადგენს 20%.